მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურების გამარტივებამ შედეგი არ გამოიღო"

5dd12d80a3ca9
თათია ჩაფიჩაძე
17.11.19 15:41
882
გამარტივებული პროცედურების მიუხედავად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საკანონმდებლო ორგანოში კვლავ პრობლემაა. „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა ციმაკურიძის განცხადებით, ამდროისთვის 6 დაუკმაყოფილებელი საქმეა.

„მინდა შევეხო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურების გამარტივებას, დაკვირვება აჩვენებს, რომ პრაქტიკაში ამას შედეგი არ გამოუღია. პარლამენტს სხვადასხვა დროს წარედგინა 6 საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმესა და თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თემაზე, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მათგანი არ არის დაკმაყოფილებული,“- განაცხადა ეკა ციმაკურიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას.