მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში შესვლა/არშესვლაზე პარტიების გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი - უგულავა

5f9ea80c182c9
BM.GE
01.11.20 16:18
721
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიების ერთობრივი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებთან უგულავამ განაცხადა, ამ დროისთვის პარტიებში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა; ასეთ არჩევნებს ასლან აბაშიძე ატარებდა, ედუარდ შევარდნაძეც კი - არა და ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან მაღალი. სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას, კვირას გაიმართება დიდი საერთო ოპოზიციური აქცია.

პარტიების ნაწილმა, ისევე როგორც ინდივიდებმა, დღესვე თქვა, რომ არ მიღებს ამ პარლამენტში მონაწილეობას; პარტიებმა, ზოგადად, ამ საკითხზე მაქსიმუმ 1 დღე აიღეს იმისთვის, რომ შიდა კონსულტაციები ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი უმრავლესობა იხრება იქითკენ, რომ არ შევიდეს პარლამენტში და ბიძინა ივანიშვილი დარჩეს საკუთარ თავთან მარტო და ვნახვათ სადამდე გაგრძელდება ეს ტაკიმასხარაობა მისი მხრიდან.

„ევროპულ საქართველოში“ ვთვლით, რომ ეს არ იყო არჩევნები და არ ვცნობთ ამ არჩევნებს და მის უფლებამოსილებას, თუმცა სიით ვინც გავიდა, იმათაც უნდა დაველაპარაკოთ და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება დღეს დღის განმავლობაში ან ხვალ, თუმცა მე თუ მკითხავთ, მე არ შევიდოდი ამ პარლამენტში”, - განაცხადა გიგი უგუალავამ.