მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში შესვლაზე უარს პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებიც" აცხადებს

5fa03fd24456d
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 21:17
899
პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

"იყო რეალურად პირველი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ, ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, უარი განაცხადა მანდატებზე, მედიების მეშვეობით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და მოუწოდა მთელს ოპოზიციურ სპექტრს, რომ გაეზიარებინათ "მოქალაქეების" ეს პოზიცია. მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური ძალები გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას", – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა "გირჩმა", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელმაც".