მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ხვალ ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

5e397c8403d24
ინგა მურუსიძე
04.02.20 18:45
652
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში მივა.

ტიკარაძე დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენებით წარსდგება, ხოლო შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. 

უკვე ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრებიან ფრაქცია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა".
პარლამენტის სხდომას დაესწრებიან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები.

ხვალვე, საგაზაფხულო სესიის მეორე სხდომის პარალელურად, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.