ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, პარლამენტთან მჯდომარე აქციას იწყებენ.
როგორც BM.GE-ის ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან მორიგეობას დააწესებენ და შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ზომასაც მიმართონ.
აქციის მონაწილეების უმთავრესი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.
„ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. აქცია-პერფორმანსი დღეს 14:00 საათზე დაიწყო ორთაჭალიდან მსვლელობით და პარლამენტთან გაგრძელდა, თუმცა პრემიერის ადმინისტრაციიდან, ჯერჯერობით, არავინ გამოგვეხმაურა, ამიტომ დავიწყეთ მჯდომარე აქცია. ვითხოვთ პრემიერთან ან ვიცე-პრემიერთან შეხვედრას და ვთავაზობთ ტურიზმის გახსნის გეგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტული სეზონი ქვეყანაში არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალ წელსაც ვერ აღდგება და სექტორი შემოსავლის გარეშე რჩება. არ გამოვრიცხავთ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მივმართოთ და ვიშიმშილოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაგვრჩენია“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტთან მთელი ღამე დარჩებიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?