მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან ვითარება იძაბება

5dd298e13ac37
თელარა გელანტია
18.11.19 17:12
545
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ვითარება დაძაბულია.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრა.

შეგახსენებთ: დაახლოებით, ერთი საათის წინ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

„როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, - განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.

მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა; მათგან 36 პარლამენტარი უშუალოდ პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.