პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება აღსრულდა. ასე გამოეხმაურა ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას და თქვა, რომ ის წარსდგება სასამართლოს წინაშე და ექნება საშუალება თავისი არგუმენტები წარადგინოს.
„მაშინ, როცა მოქალაქე ამბობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა არის ნორმალური და ამას აცხადებს გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ამაზე პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული, ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ პატიმრობა ემუქრებოდა.
აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეარჩიეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ, სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავების ოპერაცია. ნიკა მელია წარსდგება სასამართლოს წინაშე და მას ექნება საშუალება არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ და ყველა ჯანსაღი ძალა ასეც უნდა მოიქცეს.
რაც შეეხება დემოკრატიული ქვეყნების და არასამრთავრობო სექტორის კრიტიკას, არჩილ თალაკვაძის თქმით, მომხდარზე და მოვლენათა ეკსლაციაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას თანაგუნდელებს, ვინც მას ურჩევდა, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტსა და ცესკოზე ძალადობრივი შეტევის გზა არის დემოკრატიული გზა.
“თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტზე შეტევა არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, ის ცდება, ამას დასავლეთშიც აქვს იგივე პასუხი“, - თქვა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ დასავლური ღირებულებაა კანონის უზენაესობის აღსრულება და არც ერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება თავი დააყენოს კანონზე მაღლა და საკუთარი ქვეყნის პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა არის შეუწყნარებელი.
„ყველა კითხვაზე, რომელიც შესაძლოა ამ პროცესთან დაკავშირებით წარმოიშვას, გაეცემა როგორც სამართლებრივი, ის პოლიტიკური პასუხები და ყველა დაინტერესებუილ მხარეს გავცემთ შესაბამის პასუხებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ