მობილური ინტერნეტი სატელეფონო ზარებს ანაცვლებს. წლიდან-წლამდე და თვიდან-თვემდე იზრდება როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, ასევე მოთხოვნა მოცულობებზე. ამასობაში ნელ-ნელა კორექტირდება მობილური ოპერატორების შემოსავლის სტრუქტურაც. კომუნიკაციების კომისიის ანალიზიდან ირკვევა, რომ თუკი წარსულში მობილური ოპერატორების შემოსავლის მთავარი წყარო ხმოვანი მომსახურება (გამავალი და შემომავალი ზარები) იყო, დღეს ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ წილს მობილური ინტერნეტიდან იღებენ.
2022 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიების შემოსავლის 45% მობილურ ინტერნეტზე მოდიოდა, როცა ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავლის 41% მიიღეს.
"მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მობილური ინტერნეტიდან შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაძვირებული ტარიფებია.
“2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ გააუქმა საცალო ბაზრის რეგულაცია, რომელმაც თავისუფალ რეჟიმში გადაიყვანა მობილური ოპერატორები (მათ ტარიფების ცვლილება მარეგულირებელთან შეთანხმების გარეშე შეუძლიათ). ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ამის შედეგად ორმა მსხვილმა ოპერატორმა გაზარდა მინიმალური შეთავაზების პაკეტების ფასი. შემოსავლების ზრდა ამას უნდა უკავშირდებოდეს.
ამასთან ერთად, მობილური აბონენტების ზრდა შენარჩუნებულია - იზრდება 4G-ს გამოყენებაც, რაც ზრდის ინტერნეტზე მოთხოვნას, რადგან 4G-ის უფრო დიდი მოცულობა სჭირდება. სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ უკეთესი ხარისხით ვხედავთ ფოტოსაც, ვიდეოსაც ინტერნეტში და ა.შ.”, - აცხადებს უჩა სეთური.
მისი თქმით, პანდემიის დასრულების მიუხევადად, ფაქტია, რომ მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა იზრდება.
“პანდემიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაფიკები არის გაორმაგებული, მათ შორის ტერაბაიტების რაოდენობას თუ შევადარებთ წინა წლებთან. ზრდის ტრენდი, სავარაუდოდ შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი დასრულდა”, - აცხადებს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი