10.აგვისტო .2020 13:00

“პარტია ცეზარ ჩოჩელთან ერთად, არა იაგო ჩოჩელმა, არამედ მისმა მეორე ძმამ დააფუძნა”

views 604
უკან

პარტია ცეზარ ჩოჩელთან ერთად, არა იაგო ჩოჩელმა, არამედ მისმა მეორე ძმამ დააფუძნა, - ამის შესახებ bm.ge-ს “ქართული ლუდის კომპანიაში” განუცხადეს. 

მათი განმარტებით, ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელია არა იაგო ჩოჩელი, არამედ ლაშა ჩოჩელი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამასთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეცდომა გაიპარა. 

რატომ მიიღეს ბიზნესმენებმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება, რა გეგმები აქვთ მათ, დეტალებზე bm.ge ბიზნესმენებისგან პასუხებს ელოდება, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ცეზარ და ლაშა ჩოჩელები “ქართული ლუდის კომპანიის” დამფუძნებლები არიან და ფლობენ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა ზედაზენი, ბარამბო და ა.შ. 

კახა ოქრიაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეზარ და იაგო ჩოჩელები პოლიტიკაში მიდიან

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა