მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესვიზიტორების შემთხვევაში შესაძლოა სამართლიანობის პრინციპის დათმობა მოგვიწიოს"

5f104ebeefb3e
ინგა მურუსიძე
16.07.20 19:00
846
შესაძლოა გარკვეული სამართლიანობის პრინციპის დათმობა მოგვიწიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ არის განსხვავება ბიზნეს ვიზიტორებსა და საქართველოში შემოსულ სხვა მოქალაქეებს შორის ტესტებთან და კარანტინიზ ზომებთან დაკავშირებით.

„ბიზნეს ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ყოველ 72 საათში განაახლონ თავიანთი ტესტის მონაცემები, გვაძლევს საშუალებას, რომ ბიზნესს მივცეთ განვითარების საშუალება და გვქონდეს ეპიდემილოგიურად სრული მონაცემები ამ ვიზიტორებზე, თუ როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნეს ვიზიტორები იღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ ყოველ 72 საათში გაიკეთებენ ტესტს, ასევე კომუნიკაციის და სოციალური დისტანცირების ხარისხი არის სხვადასხვა.

ჩვენ ვიცით, ბიზნეს ვიზიტორი სად გადაადგილდება, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, კონტროლის საკითხი რისკის ქვეშ დგება, მათ თავიანთ ნათესავებთან მოუწევთ კომუნიკაცია. შესაძლოა ეს არასამართლიანად ჩაითვალოს, მაგრამ მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულ სამართლიანობის პრინციპზე მოგვიწიოს დათმობა იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იყოს ბევრად მართული და კონტროლირებადი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.