მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტიების შემოწირულობებმა 26.7 მლნ-ს მიაღწია - ვის აჩუქეს ყველაზე მეტი ფული?

5f95524b36dcd
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.20 14:16
2025
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, პოლიტიკური კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის, ასევე, გააქტიურებულია პოლიტიკური შემოწირულობებიც, რომლებმაც სექტემბერ-ოქტომბერში 26,761,929 ლარს მიაღწია. ჯამურად, პირველი სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით 1000-ზე მეტი დონაცია გაიცა. ამ დონორებს შორის წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევნების დროს, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და უშუალოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან დაახლოებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები.

ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველი პოლიტიკური პარტიის - “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელდა, რომელმაც დონაციების სახით 10,760,907 ლარი მიიღო. ეს მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 40%-ია. ამ პერიოდის განმავლობაში ოცნებას 60,000 ლარი 60-ზე მეტმა ადამიანმა შესწირა. მათ შორის პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა კომპანია “ყაზბეგის” დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ, ასევე ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც კომპანია “გლობალფარმის” დამფუძნებელია. "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმაც. მასთან ერთად პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი KTW-ს დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემაც გადარიცხა. პარტიის ახალმა წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ოცნებას 60,000 ლარი გადაურიცხა.

პოლიტიკური შემოწირულობებით მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 3,853,964 ლარი მიიღო. პარტიის შემომწირველებს შორის არის “ზედაზენის” დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 55,000 ლარი შესწირა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის კომპანიამ “ჯი-ემ-პიმ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 120,000 ლარი გადაურიცხა. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლოანმა კი პარტიას 20,000 ლარი შესწირა.

შემოწირულობებით მესამე ადგილზეა პარტია “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 3,836,290 ლარის დონაციები მიიღო. მათ შორის 10-ზე მეტი შემოწირულობა 60,000 ლარს შეადგენდა. 2,238,498 ლარით მეოთხე ადგილზეა “სტრატეგია აღმაშენებელი”, მას კი 1,886,805 ლარით “პატრიოტთა ალიანსი” მოსდევს. ევროპული საქართველოს შემოწირულობებმა 1 სექტემბერი-23 ოქტომბრის პერიოდში 1,836,324 ლარი შეადგინა. სხვა ყველა პარტიის შემოსავალი კი 1 მილიონ ლარზე ნაკლები იყო.


რა თანხები დახარჯეს პარტიებმა:


ამ დროისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში პარტიების მიერ გაწეული ხარჯები, რაც 23 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ პერიოდში პარტიებმა ყველაზე მეტი თანხა - 17.4 მილიონი ლარი რეკლამებზე დახარჯეს.

1 ქართული ოცნება - 8,213,467 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 10,612,565 ლარი;
2 ლელო საქართველოსთვის - 1,793,441 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 2,566,897 ლარი;
3 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1,864,982 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 2,230,757 ლარი;
4 ევროპული საქართველო - 1,634,575 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 2,008,235 ლარი;
5 გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი - 1,773,088 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 1,856,467 ლარი;
6 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 953,478 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 1,242,466 ლარი;
7 თავისუფალი საქართველო - 297,378 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 374,027 ლარი;
8 სოციალური სამართლიანობისთვის - 26,216 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 270,578 ლარი;
9 საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 104,832 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 228,154 ლარი;
10 ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა - 97,591 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 174,983 ლარი;
11 ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები - 153,202 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 162,545 ლარი;
12 სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის - 89,417 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 106,050 ლარი;
13 ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა - 19,549 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 104,984 ლარი;
14 თავისუფალი დემოკრატები - 24,966 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 103,313 ლარი;
15 სხვა დანაჩენი - 359,259 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 931,895 ლარი;
16 სულ ჯამი - 17,405,441 ლარი რეკლამის ხარჯი, მთლიანი ხარჯი 22,973,913 ლარი;

პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ სრული ინფორმაცია არჩევნების შემდგომ გახდება ცნობილი.