მულტისექტორული თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე შედეგზე ორიენტირებული მიდგომაა 2030 წლის მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის მისაღწევად.
სექტორებს შორის განხორციელებული პარტნიორული პროექტი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმას, რომელიც მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრისკენ; ამავდროულად, სარგებელი მოაქვს ბიზნესისთვის და კორპორაციულ მდგრადობას უწყობს ხელს.
სექტორებს შორის პარტნიორობის წახალისება ერთ-ერთია იმ სხვადასხვა მიმართულებიდან, რაზეც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) აქტიურად მუშაობს და ცდილობს პარტნიორობის უპირატესობები სხვადასხვა სექტორს აქტიურად გაუზიაროს, რადგან არაერთი ფაქტი ადასტურებს, რომ კონკრეტული მიზნისკენ საერთო ძალებით სწრაფვა გაციელბით მეტი შედეგის მომტანია.
"მე მქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება, როდესაც მათ ისეთი ტიპის პერსპექტივა დაუნახებიათ, რომელიც დახმარებია კერძო სექტორს კონკრეტული პრობლემის სწორად იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ძალიან სპეციფიკური დარგობრივი ცოდნა, მაგალითად შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა თუ ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროში. სწორედ ამიტომ, კერძო სექტორისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტული ცოდნის გამოყენება მომგებიანია", - ამბობს მარკეტინგის სპეციალისტი თორნიკე გურული.
კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი თინათინ სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა მომგებიანია და ამ მხრივ გააქტიურებას ორივე მხარეს ურჩევს, რადგან მულტისექტორული თანამშრომლობა სასარგებლოსთან ერთად ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისითაც პოზიტიურ როლს თამაშობს. „საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯერჯერობით, უფრო მეტად საერთაშორისო დონორების ფინანსურ რესურსებზე არიან დამოკიდებული, მაშინ როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში კერძო ბიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური დონორი არასამთავრობო სექტორისთვის", - განმარტავს სტამბოლიშვილი.
2020 წლის განმავლობაში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აქტიურად უწყობდა ხელს მულტისექტორული პარტნიორული პროექტების განხორციელებას ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა მხარეების (მთავრობა, აკადემიური დაწესებულებები) ჩართულობით.
ორგანიზაციის ფასილიტაციით 2020 წელს:
• შემუშავდა 20+ საპროექტო წინადადება და კონცეფცია;
• განხორციელდა 15+ მულტისექტორული ინიციატივა;
• შედგა 50+ კომპანიასთან კომუნიკაცია პარტნიორულ პროექტებთან დაკავშირებით;
• 20+ კომპანია ჩაერთო მულტისექტორული პროექტების შემუშავების და/ან განხორციელების პროცესში;
• 30+ არასამთავრობო, აკადემიური და სამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო პროექტების შემუშავების და/ან განხორციელების პროცესში.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კონსულტაცია გაუწია ბიზნესებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შემდეგი მიმართულებებით:
• სამიზნე სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესაბამისად, თემატური მიმართულებების, შესაძლებლობების და პრიორიტეტების იდენტიფიცირება;
• საპროექტო განაცხადების, გეგმების, აქტივობების, განრიგის და ბიუჯეტის შედგენა;
• სრული საპროექტო გეგმების შედგენა, ასევე, იდეების და კონცეფციების დახვეწა;
• დაინტერესებული მხარეების გამოვლენის პროცესში და სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური დაწესებულებების, საჯარო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის პარტნიორების მოძიების მხრივ ჩართულობა და კონსულტირება;
• გამოვლენილ დაინტერესებულ მხარეებთან და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის ფასილიტაცია;
• სოციალური და ბიზნეს გავლენის გაზომვაში კონსულტირება და დახმარება;
საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისა და სექტორთშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა მსოფლიო პანდემიის დროს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მზადაა ფასილიტაცია გაუწიოს ერთი მხრივ კომპანიებს, მეორე მხრივ კი სამოქალაქო ორგანიზაციებს, აკადემიასა თუ მთავრობას რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ პოზიტიური გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი