მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაშინიანის მთავრობა სომხეთში 10 მლნ ხის დარგვას გეგმავს

5daee0eab12d5
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 15:31
1161

ჩვენი მთავრობის ერთ – ერთი პრიორიტეტია გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, კერძოდ, ბუნების კონსერვაციისა და აღდგენის საკითხი - ამის შესახებ  სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა  ერევანში მიმდინარე სამიტზე - "გლობალური ძალისხმევა და სომხეთი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  


”სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას დიდი ხანი უჭირდა ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. ეს ნეგატიური ფენომენი მთელი რიგი პრობლემების გამო წარმოიშვა", - თქვა პაშინიანმა.


მისი თქმით, პროექტმა "Armenian Three", რომელიც უკვე 25 წელია არსებობს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთში ტყეების აღდგენასა და კონსერვაციის საკითხში. ”ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 6 მილიონი ხე დაირგო სომხეთში,” - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა 2020 წლის ოქტომბრამდე ქვეყნის მასშტაბით, 10 მილიონი ხის დარგვის ინიციატივით გამოვიდა.


”იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება -  ჩვენ გამოვყავით 424 მილიონი დრამი, რათა წლის ბოლომდე ქვეყანაში ტყის აღდგენის პროცესი დაიწყოს. ამ კონტექსტში, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით, 500 000 ნერგის დარგვა 140 ჰექტარ ფართობზე", - განაცხადა საქართველოს მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.