09.სექტემბერი .2019 23:00

პაშინიანმა Hyundai- გაყიდა და ფული ბანკში დრამებში შეიტანა

უკან

სომხეთში ინფლაცია დაბალია, ხოლო რყევები მცირეა. საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში იანვარ-ივლისში ინფლაციამ 1.9% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.

როგორც ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, აღნიშნული პროცესები უზრუნველყოფილია ეროვნული ვალუტისადმი ნდობის მუდმივი და უწყვეტი ზრდით.


სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (2019 წლის მეორე კვარტალში გამოკითხულთა 95% -ზე მეტი) თვლის, რომ ფასების სტაბილურობა გაგრძელდება (მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში), რაც ძალზე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის’’.

"ეს ნიშნავს, რომ შინამეურნეობებსა და ორგანიზაციებს უკეთ შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა, დანაზოგი და ინვესტიციები. ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაძლიერება აისახება დოლარიზაციის დონის შემცირებაზე’’- განაცხადა პაშინიანმა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სომხეთის მოსხლეობის უმრავლესობამ ამჯობინებს, დანაზოგი ბანკში ეროვნულ ვალუტაში - დრამებში შეინახონ.

"ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს ეკონომიკური სუბიექტების ვალუტის რისკებს და ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის ზრდას’’- დასძინა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.



”სხვათა შორის, მე იგივე გავაკეთე. ამას წინათ გავყიდე ჩემი "ჰიუნდაი"და ფული დრამებში შევიტანე ბანკში, ”- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.