2022 წლის წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს პასკაზე ფასი 5-დან 15%-მდე მოიმატებს. ბიზნესის განმარტებით, ეს იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. გაძვირებულია შესაფუთ მასალებზე ფასებიც. კომპანიებში ამბობენ, რომ აღდგომის კვირაში ფასის მატება აღარ მოხდება და ამჟამინდელი ღირებულება საბოლოოა.
საკონდიტრო საწარმო “სანდომის” მარკეტინგის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტი გასულ წელთან შედარებით მცირედით გაძვირებულია, თუ გასულ წელს პასკის ღირებულება 5 - 6 ლარიდან იწყებოდა, დღეს მინიმალური ფასი 9 ლარია.
“სანდომის 800 გრამიანი პასკის ღირებულება წელს 12 ლარს შეადგენს, ხოლო 550 გრამიანის ფასი 9 ლარი იქნება. პასკაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია და წარმოებაც აქტიურ რეჟიმზეა გადასული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პასკებს დიდ ქსელებს ვაწვდით და მასიური წარმოება გვაქვს, ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალია. თუმცა გასულ წელს თუ შევადარებთ დაახლოებით 10%-ით მაინც გაძვირდა, რადგან ნედლეულის ღირებულება მომატებულია“, - ამბობს თეკლა თალაკვაძე.
“ქუქი ბეიქერის” მენეჯერი BMG-სთან აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია და წარმადობაც შესაბამისად გაზრდილია. “ქუქი ბეიქერში” აღდგომას ორი ზომის პასკით ხვდებიან, რომლის ღირებულებაც 24 ლარიდან იწყება.
“ჩვენთან მოთხოვნა ყოველ წელს მზარდია, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით გავზარდეთ წარმოება და მომხმარებელსაც ორი ზომის პასკას ვთავაზობთ. ჩვენი პასკების ღირებულება გრამების მიხედვით არის და შედარებით მცირე ზომის 24 ლარი ღირს, ხოლო დიდი ზომის პასკის ფასი 33 ლარია”, - აღნიშნა მეგი შულაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი