მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში A და B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა

638f04d80c955
BM.GE
06.12.22 13:00
417
4 დეკემბერს თბილისი არენამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო. „რუსთავის აზოტმა“ „მეამასთან“ მინიმალური სხვაობით 2:1 იმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. „რუსთავის აზოტმა“ გამარჯვების გოლი ოცდამეცხრე წუთზე გაიტანა.

ტურის სხვა შეხვედრებში „ავერსმა“ „ლიბერთი ბანკთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით (4:0) დაამარცხა. პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში „ფარვანამ“, რომელმაც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდს 3:1 სძლია.

დაძაბული და სანახაობრივი იყო B ჯგუფის დასკვნით მატჩი DHL-სა და NS Studio-ს შორის. DHL მეოთხე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე NS Studio-მ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა; შესვენების შემდეგ კი თამაშის განახლებისთანავე სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეტოქემ ანგარიში 3:3 გახადა.

უხვგოლიანი გამოდგა A ჯგუფის მესამე ტურის გახსნითი დაპირისპირება „ნიკორასა“ და „ბანკი ქართუს“ შორის, რომელიც „ნიკორას“ სასარგებლოდ 5:4 დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ბანკირებს“ პირველი გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ოცდამეექვსე წუთამდე მოპოვებული ორბურთიანი სხვაობა გაფლანგეს და საბოლოოდ მინიმალური ჩამორჩენით დამარცხდნენ.

ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა „არმიასა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ მატჩის ბედი. თამაში ბოლო წუთამდე მშრალი ანგარიშით მიმდინარეობდა. „ძალოვნებმა“ გამარჯვების გოლი ოცდამეცხრამეტე წუთზე გაიტანეს და 1:0 იმარჯვეს.

ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო დღე „საქართველოს ბანკისა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ დაპირისპირებით დასრულდა. „შსს“-მ სოლიდური, ოთხბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. BOG-მა ოცდამერვე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ მეტოქემ სხვაობა მალევე აღადგინა. „ბანკირებმა“ ბოლო წუთზე მეორე ბურთი გაქვითეს და საბოლოოდ 5:2 დამარცხდნენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.
NS