მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხის პასუხი - "მზად ვართ, კარფურთან კონტრაქტის კაბალური პირობები გავასაჯაროოთ"

606354111c524
BM.GE
30.03.21 20:03
4480
მას შემდეგ, რაც ქართველმა მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა კომპანიებმა „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, საერთაშორისო ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა.

ამ განცხადების შემდეგ კი, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ გამოთქვა მზაობა, რომ  "კარფურის" თანხმობის შემთხვევაში, რიგ კომპანიებზე მის მიერ მოთხოვნილი თანხები, პროცენტები, კონტრაქტში არსებული კაბალური პირობები გაასაჯაროოს.

"ეს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ნათლად დაინახოს თუ რა გავლენას ახდენს დაწესებული უსამართლო გადასახადები და გაჩერებული თანხები პროდუქტის ფასზე; სასამართლო დავების დაწყებაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.