31.ივლისი .2021 15:10

პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს - „ალდაგი“

პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს - „ალდაგი“
views 885
უკან

„ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი, თამუნა ჭკადუა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა უნდა შეიძინონ ის ავტოდაზღვევა, რომელიც ხელმისაწვდომია.

როგორც მან გადაცემა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა, საჭიროა, რომ ავტოდაზღვევა გახდეს სავალდებულო.

„კერძო სექტორის როლი სადაზღვევო კულტურის დანერგვაში არის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები ყველა მიმართულებით. ძალიან ბევრი სიახლე შევთავაზოთ მოქალაქეებს და ა.შ. რაც შეეხება სახელმწიფოს, საცალო სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სავალდებულო დაზღვევის საკითხი.

სავალდებულო უნდა იყოს პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ევროპაში და აშშ-ში, სადაც ადამიანები დაზღვევის გარეშე სახლიდანაც კი არ გამოდიან, პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა, რადგან ასე რისკები არის შემცირებული“, - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ავტომობილების შემთხვევაში შესაძლებელია დაზღვევა გაკეთდეს მინიმალური პაკეტით, თუმცა ამით საკმაოდ დიდი ლიმიტით ნაზღაურდება ზარალი.

ჭკადუას ინფორმაციით, პასუხისმგებლობის სავალდებულოობაზე კანონპროექტი მომზადებულია, და ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება აღებული ქვეყანას, რომ ეს კანონპროექტი უახლოეს მომავალში მიღებულ იქნას.

გარდა ამისა, ჭკადუა ფიქრობს, რომ უხეში გათვლით, შესაძლოა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა ალბათ თვეში 10-15 ლარი დაჯდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა