მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს 2 კვირას"-გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?

5e9451324f454
ინგა მურუსიძე
13.04.20 15:57
878
"მთავრობას ყველაზე მეტად გვინდა, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამიტომ ჩვენი თითოეული მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს, რომ ეს პროცესი დაიძლიოს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მედია დაინტერესდა, მსჯელობს, თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე, რომელიც 21 აპრილს მთავრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ჩვენ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თოთოეული ჩვენი მოქალაქე არსებულ სიტიაციას. ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული, 24-საათიან მუშაობის რეჟიმზე არიან გადასული ჩვენი ექიმები, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აუცილებელია, რომ უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, რათა არ დაიკარგოს ის მიღწევა, რითაც ვამაყობთ.

ჩვენს პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ როგორ გამოვიდეთ კრიზისისთვის. იმისთვის, რომ ეს საგანგებო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს ორ კვირას. მთავრობას ყველაზე მეტად გვინდა, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამიტომ ჩვენი თითოეული მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს, რომ ეს პროცესი დაიძლიოს“, - განაცხადა ზალკალიანმა.