მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პატარა ბაზარზე ინვესტიციის ჩადება ბიზნესისთვის მძიმე და რისკიანია“ - "არქის" დამფუძნებელი

615308a6ccc44
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 19:10
1272
„პატარა ბაზარზე ინვესტიციის ჩადება ბიზნესისთვის მძიმე და რისკიანია“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ Ytong-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანის გახსნისას განაცხადა, რომლის ღირებულებაც 55 მილიონი ლარია. 

მისი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ქარხნები პირველ რიგში საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.

„ისეთ პატარა ბაზარზე, როგორიც საქართველოა, ამ მოცულობის ინვესტიციის ჩადება ბიზნესისთვის ძალიან მძიმე და რისკიანია, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა ილია წულაიამ.

მისი ინფორმაციით, წარმოება პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე იქნება მიმართული, ამის შემდეგ კი ექსპორტზე რეგიონის ქვეყნებში გავა.

„ჩვენ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ავამოქმედეთ ეს ქარხანა. ეს გერმანული ბრენდის Ytong-ის წარმოებაა, რომელსაც მსოფლიოში 100 ქარხანა აქვს. ჩვენ გვაქვს ლიცენზია მთელ ამიერკავკასიაზე, შესაბამისად, პირველ რიგში იმპორტი ჩანაცვლდება, შემდეგ კი ამიერკავკასიის ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანში გავა“, - განმარტა „არქის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს.

YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა.