მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Payme-ს წლიურმა წმინდა მოგებამ $2.5 მლნ შეადგინა

6033a9e835d57
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 10:15
612
თიბისი ბანკის ანგარიშის მიხედვით, Payme-ს წმინდა მოგება 2020 წლის მეოთხე კვარტალში 89%-ით გაიზრდა. სტატიას უზბეკური გამოცემა spot.uz აქვეყნებს.

„აღფრთოვანებული ვარ Payme-ს მუშაობის შედეგებით, რომელიც Covid-ის მიუხედავად წლიურად შესამჩნევად გაიზარდა“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მისი სიტყვებით, თიბისი Payme მოცულობის მიხედვით, საგადასახადო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ქვეყანაში 2.9 მლნ მომხმარებლის მიერ შესრულებული 65 მლნ ოპერაციით (ზრდა 74.4%) მეორე ადგილზეა.

შემოსავალმა შეადგინა 65.6 მლნ ლარი (დაახლოებით 5 მლნ დოლარი), წმინდა მოგება კი 8,3 მლნ ლარია (დაახლოებით 2.5 მლნ დოლარი), ზრდა, შესაბამისად, 94.7% და 89.1%-ია.

ცნობისთვის: თიბისი ბანკმა Payme-ს აქციების 51% 5.5 მლნ დოლარად 2019 წლის აპრილში შეიძინა. კომპანია იმ დროისთვის 10.8 მლნ დოლარად იყო შეფასებული.

2020 წლის გაზაფხულზე Payme-ს დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ამბობდა, რომ სხვა ქვეყანაში კომპანია უფრო ძვირი ეღირებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეფასებაზე მოქმედებს უზბეკეთის ტოქსიკურობა და ქვეყანაში ბიზნესის წარმოების რისკები.