03.სექტემბერი .2019 21:20

PayPal-მა რასისტული დაჯგუფების ანგარიში დაბლოკა

views 155
უკან

PayPal-მა რასისტული ამერიკული ორგანიზაცია "კუ კლუქს" კლანის ანგარიში დაბლოკა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემების ცნობით, ანგარიში, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაჯგუფებამ, „თეთრი რასის დამცველებმა’’ შემოწირულობების მისაღებად შექმნეს,  PayPal-მა  სრულიად გააუქმა.

მსგავსი გადაწყვეტილება PayPal-მა 2017 წელსაც მიიღო, მაშინ კომპანიამ კლანის წევრებს ყველა სახის პირადი საბანკო ანგარიში გაუუქმა. როგორც ფირმაში განმარტეს, რასისტებთან ბიზნეს ურთიერთობების სურვილი არ აქვთ.

კუ კლუქს კლანის (KKK) ისტორია 1865 წლიდან იწყება და რასისტული და ანტისემიტური მოძრაობაა, რომელიც უკიდურეს ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს, რათა რასობრივი სეგრეგაციისა და "თეთრკანიანთა უპირატესობასთან" დაკავშირებულ თავის მისზნებს მიაღწიოს. რეგიონში არსებული მოძულე მემარჯვენე ორგანიზაციების მიუხედავად ეს კლანი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ორგანიზაციად. მისი წევრები, რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა რიტუალს და სპეციალურ სამოსს ატარებენ.