მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PayPal-მა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა - გადახდები 39%-ით გაიზარდა

601c2903db988
თამთა ჯიჯავაძე
05.02.21 00:30
678

PayPal-მა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა და კვარტალური მოგება იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე ელოდებოდნენ. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ შოპინგის გახშირება გახდა, რა დროსაც ციფრული ტრანზაქციებისთვის სწორედ PayPal-ი აქტიურად გამოიყენება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს გადახდების სახით რეკორდული რაოდენობის – $936 მილიარდის ოდენობის ტრანზაქცია განხორციელდა. მხოლოდ გასულ კვარტალში PayPal-ის გადახდები 39%-ით გაიზარდა და $277.1 მილიარდი შეადგინა. ხოლო კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 23%-ით და $6.12 მილიარდი შეადგინა. ამას გარდა, კომპანიას დაემატა 16 მლნ ახალი აქტიური მომხმარებელი.

„პანდემიის დასაწყისში, მომხმარებლებს ლოქდაუნების გამო არჩევანი არ ჰქონდათ და იძულებული იყვნენ ონლაინ შოპინგისთვის მიემართათ.დღეს კი მომხმარებლების უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ ონლაინ ვაჭრობას, ვინაიდან ეს უფრო მარტივი და მოსახერხებელია და არ სჭირდება ბევრი დრო“ – განაცხადა PayPal-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა დენ შულმანმა.

როგორც PayPal-ში აცხადებენ, 2021 წლისთვის ისინი დამატებით კიდევ 50 მლნ აქტიურ მომხმარებელს ელოდებიან, ხოლო წლიური შემოსავლის სახით დაახლოებით $25.5 მილიარდს.