რამდენიმე დღის წინ საქართველოს საბანკო სისტემას ახალი, მეთხუთმეტე მოთამაშე შეემატა. ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზია Paysera საქართველოს მიანიჭა.
ახალი ბანკის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, თუკი ჩვეულებრივი ბანკს ლიცენზია ენიჭება მაშინ, როდესაც მისი აქციონერები 50 მილიონი ლარის კაპიტალს წარადგენენ, ციფრული ბანკისთვის ეს მოთხოვნა 5 მილიონი ლარია. თუმცა, როგორც პაპუნა ლეჟავა განმარტავს, Paysera საქართველომ სამი წლის ვადაში თავისი კაპიტალი ₾50 მილიონამდე უნდა გაზარდოს.
Paysera საქართველოს გენერალური დირექტორი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი თევდორაშვილი, რომელიც "პალიტრა ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
“ციფრული ჩარჩოს შემოღებისას შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელები წავახალისოთ და გავუმარტივოთ მათ ბაზარზე შემოსვლა. შემოსვლის გამარტივება ითვალისწინებს 50 მილიონიანი კაპიტალის ნაცვლად, ამ თანხის 10%-ს კაპიტალის მოთხოვნას. ამ ჩარჩოს აქვს გარდამავალი სამწლიანი პერიოდი, რომლის ბოლოსაც ციფრულმა ბანკმა 50 მილიონამდე უნდა შეავსოს კაპიტალი.
Paysera-ს ლიცენზია გავეცით საკმაოდ შეზღუდული პირობებით, მას ექნება მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ოპერაციების განხორციელების უფლება, ხოლო როგორც კი დააკმაყოფილებს პირველი ეტაპის მოთხოვნებს, სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებაც შეეძლება. ანუ საუბარია, რომ მომხმარებლებთან არ ექნება შეხება და მის სოფტს გატესტავს არარეალურ მომხმარებლებზე.
თითოეული ციფრული ბანკისთვის ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ერთ კონკრეტულ ციფრულ ბანკს შეიძლება არ ჰქონდეს დეპოზიტების მოზიდვის უფლება, მაგრამ ჰქონდეს სესხების გაცემის უფლება,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ახალი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე ნაწილდება:
თავმჯდომარე/წევრი: ლაშა კახიშვილი;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ირაკლი თევდორაშვილი
წევრი: გიორგი მიროტაძე;
წევრი: ნინო მეფარიშვილი;
ახალი ბანკის დირექტორატი:
გენერალური დირექტორი: დიმიტრი ქუმსიშვილი;
ფინანსური დირექტორი: გიორგი ჩრდილელი;
რისკების დირექტორი: ირაკლი თოიძე.
"პეისერა საქართველო", როგორც იურიდიული პირი 2022 წლის 1 მარტს დაფუძნდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი