ქართული ფინტექ-კომპანია Payze-ი ელექტრონული კომერციის ორი გიგანტის, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორი გახდა, - ამის შესახებ Payze-ის თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. ამიერიდან, ბიზნესის მფლობელები და ინდივიდუალური მეწარმეები ამ პლატფორმებზე საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო ვებგვერდის შექმნას და Payze-ის საშუალებით ონლაინგადახდების მიღებას შეძლებენ, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში.
„ამ კომპანიებთან თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის მიმართ არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე გადავწყვიტეთ. ბოლო წლებში ბიზნესები საქმიანობას ციფრულად იწყებენ და ონლაინარხებზე მოხვედრას ყველა გზით ცდილობენ, მაგრამ მათი უმეტესობა ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობას საერთოდ ვერ ახერხებს, დანარჩენებს კი ის ძვირი უჯდებათ და შედეგად, საკმაოდ უხარისხო „შოპს“ იღებენ - შედეგად, გაჩნდა მოთხოვნა კონტენტის მენეჯმენტის სისტემებზე (ინგლ. Content Management System – CMS), როგორებიცაა Shopify-ი და Wix-ი. ამ პლატფორმებზე ონლაინმაღაზიის აწყობა მრავალჯერ გამოცდილი მზა მოდულების საშუალებით შეიძლება - ყველაფერი, შენს კრეატიულობაზე არის დამოკიდებული“, - ამბობს გეგა წურწუმია.
ცხადია, Payze-ის თანადამფუძნებელს ელექტრონული კომერციის გიგანტებთან ურთიერთობის განვითარების შესახებაც ვკითხეთ და როგორც გაირკვა, ინტეგრაციის პროცესი უკვე თვეებია, რაც მიმდინარეობს. „Shopify-სთან და Wix-თან ინტეგრაცია საკმაოდ რთული იყო და თავდაპირველად, დიდი მოთხოვნის გამო, ეს ფუნქციონალი დაკეტილი იყო. ამ მიმართულებით Y Combinator-იდან მიღებული კონტაქტები დაგვეხმარა - ერთ-ერთ აღმასრულებელზე გავედით, რომელმაც კარი გაგვიხსნა. მას მერე, ყველა ეტაპის გასავლელად ჩვენს გუნდს თითქმის ექვსი თვე დასჭირდა“, - აღნიშნავს გეგა წურწუმია BM.GE-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მალევე 500 Startups-ისა და Visa-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველზე დაფუძნებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. დღეს, Payze-ი საქართველოში და უზბეკეთში ოპერირებს.
ცნობისთვის: Shopify-ი და Wix-ი ელექტრონული კომერციის გიგანტები არიან, რომელთა სერვისებმა განსაკუთრებულ პოპულარობას პანდემიის დროს მიაღწია - ამ პლატფორმების გამოყენებით, ბიზნესებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობა ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ორთავე მათგანის აქციები საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული - დღევანდელი მონაცემებით, კანადური Shopify-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $45.8 მილიარდს, ხოლო ისრაელური Wix.com-ის $4.7 მილიარდს უდრის.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო