მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Payze უზბეკეთის ბაზარზე შევიდა

6238ac018fa69
ლიკა გურაბანიძე
21.03.22 20:46
1040
Payze 2022 წლის თებერვალში უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი წურწუმია აღნიშნავს, კომპანიის განვითარების სტრატეგია გათვლილი ცენტრალურ აზიასა და თურქეთზეა.

“უზბეკეთში ჩვენზე ბიზნესების დაინტერესება დიდია. კომპანიებს სურთ, რომ  თავისი კომპანიების გაციფრულებაში ჩვენი გადახდის სერვისები გამოიყენონ. მაგალითად, ადგილობრივი მიტანის სერვისი შემიძლია მოვიყვანო, რომელსაც ჩვენი სერვისი აინტერესებს. იქ ელ-კომერციის ზრდა ახალი დაწყებულია და მათი განვითარებისთვის ჩვენი ამ ბაზარზე შესვლაც დროულია.” - განმარტა წურწუმიამ.

კომპანიას წელს უკრაინის ბაზარზე გასვლა ჰქონდა გეგმაში, თუმცა პროცესი რუსეთ-უკრაინის ომის გამო დროებით შეჩერდა.

Payze ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირებული ფინანსური ტრანზაქციების ინოვატორია, რომელიც ბიზნესს ეხმარება, იმაში, რომ გადახდები მთელი მსოფლიოდან ერთიანი ინტეგრაციის გზით მიიღონ. კომპანია ერთ-ერთია, რომელიც 2021 წელს საქართველოდან სილიკონ ველიზე იმყოფებოდა.