მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"PCR ტესტებს გამოვიყენებთ კლინიკებში, სადაც პაციენტები ხვდებიან სიცხით", - თამარ გაბუნია

5e7c817b46a74
ინგა მურუსიძე
26.03.20 14:24
895
მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, PCR ტესტებს გამოვიყენებთ კლინიკებში, სადაც პაციენტები ხვდებიან სიცხით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი რიგის ტესტირება შეეხება მაღალი რისკის ჯგუფებს და სიმპტომურ პაციენტებს.

"აღნიშნული ტესტი არის ძალიან სარწმუნო. ისევ გრძელდება ცენტრალიზებული გამოყენება ამ ტესტების, ამდენად ხარისხი არის ძალიან მაღალი. საათნახევარი სჭირდება ტესტის წარმოებას, შემდეგ მცირე დრო და უკვე არის პასუხი. ტესტის ტექნოლოგია არის აბსოლუტურად იგივე, რაც აქამდე იყო. ხდება ნაცხის აღება, შემდეგ კი მოთავსება იმ აპარატში, რომელიც მუშაობს უფრო სწარაფად.

მარნეულისა და ბოლნისის შემდეგი სამიზნე ჩვენთვის იქნება ის კლინიკები, სადაც პაციენტები ხვდებიან სიცხით, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ცხელება. ეს იქნება ალგორითმი, რომელიც გამოქვეყნდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.