მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: 2021 წლის მე-2 ნახევრამდე ეკონომიკას დამატებითი ფისკალური სტიმული აუცილებლად დასჭირდება

5fabc7b087c78
ლიკა გურაბანიძე
11.11.20 16:00
1090

IMF-მა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშით საქართველოში 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ IMF-მა საკუთარ შეფასებას გადახედა და ის 4.3%-მდე შეამცირა.

თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ IMF-ის პროგნოზები ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით თიბისი ბანკის შეფასებასთან თანხვედრაშია.

“ბიუჯეტის დეფიციტის კუთხით ევრობონდების დაფარვა ჩვენ მიერ ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო შეფასებული. 2021 წლის მეორე ნახევრამდე ეკონომიკას დამატებითი ფისკალური სტიმული აუცილებლად დასჭირდება და ამიტომ, ჩვენი აზრით, ევრობონდების რეფინანსირება უფრო მართებული იქნებოდა. რა თქმა უნდა, საგარეო ვალი იზრდება და ეს მისასალმებელი არ არის, თუმცა თუ ეს თანხები ეფექტიანად გაიხარჯა, ვფიქრობთ, ეს არსებულ სიტუაციაში აუცილებელია და სხვა გამოსავლით წასვლა რთული იქნებოდა.

IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორს მივაქცევდი, სადაც გაცვლითი კურსისადმი მხარდაჭერილი განცხადებაა იმ კუთხით, რომ სავალუტო ფონდი მიესალმება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან უფრო ახლოს ყოფნას. ასევე, მიესალმება მკაცრი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნას ველოდოთ", - განაცხადა ნადარაიამ.