მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედაგოგების სიმცირის გამო, ზოგიერთი საგნის მასწავლებლები სხვა საგნების სწავლებასაც შეძლებენ

5e4290d086e72
ანა ციხისთავი
11.02.20 15:30
1088
10 თებერვალს, განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს, რომელსაც უფროსი პედაგოგის სტატუსი აქვს მინიჭებული და დიპლომით (ან დიპლომის დანართით) უდასტურდება ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფიდან რომელიმე საგნის, მათემატიკის ან ფიზიკის გავლა, მაშინ მას მიეცემა უფლება, რომ ამ საგნებიდან ნებისმიერი ასწავლოს.

საგნის მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებს კონკრეტულ საფეხურზე ასწავლიან, აქვთ უფლება, რომ ასწავლონ სხვა საგანი, იმავე ან სხვა საფეხურზეც.

განათლების სამინისტროში ამ ცვლილების მიზეზებსაც ასახელებენ. პირველ რიგში, მათი თქმით, ცვლილება მასწავლებლების მოტივაციის გაზრდისთვის ხორციელდება. გარდა ამისა, დადგენილება ხაზს უსვამს კონკრეტულ საგნებს შორის შინაარსობრივ კავშირს, რაც სამინისტროს განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი პრინციპია.

გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ანალიზის შედეგად, სკოლებში გამოიკვეთა მასწავლებლების არასაკმარისი რესურსი ფიზიკის, ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებისა და მათემატიკის მიმართულებით.