მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პედიატრი: "თუ არ ავიცრებით, დიდხანს ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს"

60716c777e512
ინგა მურუსიძე
11.04.21 15:35
687
პედიატრი ელზა ნიკოლეიშვილი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს. ის უერთდება Forbes Health-ის კამპანიას ვაქცინაციის შესახებ და ამბობს, რომ ვაქცინაზე უკეთესი დაცვის საშუალება არაფერია.

მისი თქმით, ვაქცინაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ისეთი მძიმე და საშიში ბავშვთა ინფექციების თავიდან აცილება, როგორიც არის დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი და ა.შ.

„თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მედიკამენტს, ან რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევას, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვმკურნალობთ.

სასწორის ერთ მხარეს დევს მილიონობით ადამიანის ავადობა, გართულებები, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხარეს, ასევე მილიონობით აცრილ ადამიანში გართულებების რამდენიმე ათეული შემთხვევა. კოვიდის საწინააღმდეგო აცრა არის ეფექტიანი.

ის გვიცავს მძიმე ფორმებისგან, გართულებისგან და სიკვდილობის შემთხვევებისგან. მხოლოდ საქმე იმაშია, რომ თუ გვინდა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ და დავიცვათ მოსახლეობა ინფიცირებისგან, აუცილებელია მოსახლეობა იყოს აცრილი.

თუ არ ავიცრებით დიდხანს ვერ დავუბრუნდებით ალბათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ჩვენი შვილები ვერ მიიღებენ განათლებას, დაიწყება ისევ ეკონომიკური ვარდნა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ეპიდემიები და პანდემიები არის მდგომარეობა, როცა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს ირგვლივ მყოფებზე, ბებია-ბაბუებზე, მშობლებზე. უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე. #აიცერი, ვაქცინა გიცავს“, - ამბობს პედიატრი.