მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pegas Touristik: საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი ისე დაკარგა, რომ ვერც გამოიყენა

5f93eab8bd568
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.20 12:46
873
Pegas Touristik-ის გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია მიიჩნევს, რომ საქართველომ მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსი ისე დაკარგა, რომ საერთოდ ვერ გამოიყენა. ამის შესახებ მან ბექა ბაციკაძის რუბრიკაში BMG DRIVE სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრად უარესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, თუმცა, ამ ქვეყნებში მუშაობა არ შეჩერებულა და ტურისტული ნაკადების კლების მიუხედავად, პროცესი არ შეჩერებულა. 

“ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო და 23 ქვეყანაში გვაქვს ოფისი. ყოველთვის ვადარებხოლმე ჩვენი ოფისის მუშაობას სხვა ქვეყნებში მდებარე ოფისებს. წელს ჩვენი ოფისი, რომელიც პირველი აპრილიდან იყო სრულიად პარალიზებული, უყურებდა როგორ მუშაობდა თურქეთის ოფისი, უკრაინის ოფისი, ყაზახეთის, რუსეთის, ვიეტნამის, ტაილანდის ოფისები…

რა თქმა უნდა, ყველგან იყო ბევრად ცუდი სიტუაცია პანდემიის მხრივ, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად ამისა, იქ ერთი წამით არ გაჩერებულა სამუშაო პროცესი. თურქეთში მაგალითად დღეში ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულების 4-5-6- ათასი შემთხვევა, მიუხედავად ამისა გერმანიიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან იღებდნენ ჩარტერულ რეისებს და შემოჰყავდათ ტურისტები. ბუნებრივია, კლება იქაც არის, თუმცა, იქ არ ჩავარდნილა ტურისტული სფერო”,- განაცხადა სალომე ბერაიამ.

მისივე თქმით, ამის პარალელურად საქართველო სრულად იზოლირებული იყო მთელი მსოფლიოსგან.