მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pegasus თბილისიდან ანკარის მიმართულებას ამატებს

63466368c74e2
მარიამ ვარადაშვილი
12.10.22 10:55
414
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრიდან, თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus  თბილისის აეროპორტიდან მიმართულებას ამატებს. კერძოდ, 2 ნოემბრიდან ავიაკომანია ანკარის მიმართულებითაც იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფრენების განრიგით ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანტალიის, იზმირისა და სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს. სამინისტროს ცნობითვე, Pegasus ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 5 სიხშირით ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს.