მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინი ასობით ავიარეისს აუქმებს და სარკინიგზო მომსახურებას აჩერებს

5ee9c3814f4a7
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.20 13:26
5194
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პეკინმა ასობით ავიარეისი გააუქმა და სარკინიგზო მომსახურება შეაჩერა. ამის შესახებ Financial Express-ი ჩინეთის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუქმებულია 1,255 რეისი ქალაქის ორ ძირითად აეროპორტში, რაც დაახლოებით, დაგეგმილი ფრენების 70%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენებს ასრულებდა.

რაც შეეხება სარკინიგზო მომსახურებას, რკინიგზა მოსახლეობას წინაწარ შეძენილი ბილეთების ღირებულებას სრულად აუნაზღაურებს.

ჩინეთის მთავრობამ, ასევე, მოუწოდა ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და პარკებს ვიზიტორების რაოდენობა 30%-მდე შეამცირონ.

გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის ათ რაიონში კარანტინი უკვე დაწესებულია.