მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინი ახალ აეროპორტს თვის ბოლომდე გახსნის

5d837efa4720d
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 20:30
2602
პეკინის ახალი აეროპორტი მსოფლიოს არა მარტო უდიდესი, არამედ ყველაზე ექსტრავაგანტული დიზაინის ნაგებობა გახდება. მეგა აეროპორტს ჩინეთი გრანდიოზულად გახსნის. პირველი ფრენა სახალხო რესპუბლიკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 20 სექტემბერს იგეგმება, ხოლო ოფიციალურად რეისებს ის 30 სექტემბრიდან შეასრულებს.
 
დექსინგის საერთაშორისო აეროპორტს 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი უკავია, 700.000 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ტერმინალი მდებარეობს. აეროპორტს დღეში 100 მილიონი მგზავრის მიღება შეუძლია. ის პეკინის ცენტრიდან დაახლოებით 46 კილომეტრშია. შენობაში უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზიები, შოპინგ–ცენტრები თუ სასტუმროები იფუნქციონირებს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულებაც გაიხსნება.
 
პეკინის სამხრეთით დაქსინგის აეროპორტის აშენება 2000 წელს გადაწყვიტეს. სამშენებლო სამუშაოები კი 2014 წლიდან დაიწყო. პროცესში 40 000 ადამიანი იყო ჩართული, პროექტი მთლიანობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაჯდა.
 
მსოფლიოს სიდიდით მეორე, პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც ფრენების დამატება ფიზიკურად შეუძლებელია, ამ სიცარიელის შევსებას კი ახალი ტერმინალი შეეცდება. ამ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტი ატლანტის საერთაშორისო აეროპორტია, პეკინი კი ვარაუდობს, რომ 2022 წლისთვის ამ მხრივ ლიდერი დექსინგის ტერმინალი გახდება.