08.ივნისი .2020 20:20

პეკინი ეკონომიკის სტიმულირებისთვის $1,7 მილიარდის ვაუჩერებს გასცემს

views 264
უკან

პეკინი შეურთდა ჩინეთის ათობით სხვა ქალაქს, რომლებმაც მოხმარების სტიმულირებისთვის მოსახლეობას სპეციალური ვაუჩერები დაურიგეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

პეკინის ხელისუფლება მოსახლეობას ჯამურად 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს, რომელთა განაღდებაც სხვადასხვა სახის საყიდლებისთვის და კვების ობიექტებში იქნება შესაძლებელი.

ვაუჩერების გაცემა უკვე დაიწყო. მოსახლეობას სამთავრობო ვაუჩერების გამოყენება ტურისტული სფეროს მომსახურების და ასევე, ონლაინ ვაჭრობისთვისაც შეეძლებათ. ვაუჩერები 4 ეტაპად გაიცემა და თითოეულის გამოყენება 14 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში პეკინში რითეილერების გაყიდვები, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით იგივე მაჩვენებელმა 16% შეადგინა.

მანამდე იმავე ზომებს ჩინეთის, დაახლოებით, 50-მა ქალაქმა მიმართა, ჯამურად გაცემულია 846 მილიონი დოლარის ვაუჩერები.

17 აპრილს ჩინეთის სტატისტიკის სამსახურმა პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ 6.8%-ით შემცირდა. კლებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. ჩინეთის ეკონომიკა 1976 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდებოდა, ეს 44 წლის განმავლობაში კლების პირველი შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა