მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს

5ee751725752a
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 15:08
1063
პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 36 შემთხვევა პეკინში გამოვლინდა.

როგორც ხელისუფლება ამბობს, ვირუსი თავდაპირველად პეკინის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქის რამდენიმე უბანში სწრაფად გავრცელდა. ამის გამო ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტმა სასურსათო ბაზარი დახურა და თანამშრომლების ტესტირება დაიწყო.

ამასთან, ჩინეთში დღეს ორი იმპორტირებული შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი ინფიცირებული გამოვლინდა ჰუბეის პროვინციაშიც.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საერთო ჯამში დღეს ჩინეთში 177 ინფიცირებულია, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ეს მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია.