“პეკინზე შესამჩნევია რომ თავისუფალი პარკირების ადგილები არის”-ამის შესახებ BM.GE-ის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანმა ზონალურ-საათობრივი სისტემის ეფექტურობის შეფასებისას განუცხადა.
როგორც წილოსანი ამბობს, თბილისში, პეკინის გამზირზე მას შემდეგ რაც აღნიშნული პარკირების სისტემა ამოქმედდა, უკვე შეიმჩნევა, რომ ადამიანები ნაკლებად იყენებენ ავტომობილებს. მისი თქმით, მსგავსი ეფექტის მოლოდინი აქვთ ვაკის რაიონის შემთხვევაშიც.
“იდეალური შემთხვევა არის როდესაც საპარკინგე ადგილების 15% თავისუფალია და 85% არის დატვირთული. დღეის მდგომარეობით შეგიძლიათ გაიაროთ პეკინზე და უკვე შესამჩნევია რომ პარკირების თავისუფალი ადგილები არის. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირდა ამ ტერიტორიაზე მოტორიზაცია და ადამიანები უფრო ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილებს. მსგავსი მოლოდინები გვაქვს ვაკესთან მიმართებაშიც და ეს რეფორმა გაგრძელდება ყველა იმ ადგილზე, სადაც ჩვენ მოვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მაღალი არის მოტორიზაციის კოეფიციენტი", - ამბობს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.
ცნობისთვის, პეკინზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბერს ამოქმედდა. იმ ქუჩებზე კი სადაც ზონალურ საათობრივი სისტემა მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება არის უფასო. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?