ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, მისი ხელფასი კი 6380 ლარს შეადგენს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
- საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;
- მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
- ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა;
- საქართველოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული - ხასიათის ღონისძიებების რეკლამა/პროპაგანდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
- საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება;
- ტურისტული ადგილების, ინსფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
მოთხოვნების მიხედვით კი სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის/ტურიზმის/ კომუნიკაციების და საზოგადოებრივი ურთიერთობების/მენეჯმენტის/ეკონომიკის მიმართულებით;
- ტურიზმის, მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობების სფეროებში მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
კანდიდატი უნდა ფლობდეს:
• ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური)
• მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი
• პრეზენტაციის ეფექტურად წარდგენის უნარი
• დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა
• ლიდერის პიროვნული თვისებები/ლიდერული უნარ-ჩვევები
რაც შეეხება საკონკურსო თემატიკას, "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" საქართველოს კანონი და "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონია.
აღნიშნული განცხადების ვადის გასვლამდე სამი დღეა დარჩენილი და გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღებს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი