აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთის მთავრობამ 100-მდე ტაივანური ბრენდი და მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აშკარა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რომელიც ამავდროულად ატარებს ერთგვარ სიმბოლურ მნიშვნელობას და მიუთითებს იმაზე, რომ კომუნისტური მთავრობა ტაივანში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტით კმაყოფილი არ არის.
აკრძალული კომპანიების უდიდესი ნაწილი კვების პროდუქტების სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ჩაის, ტკბილეულის, თაფლის, ფუნთუშეულისა და ზღვის პროდუქტების ბრენდები.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა პეკინმა პელოსის აზიურ ტურნესთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანში ვიზიტს აუცილებლად მოჰყვებოდა საპასუხო ზომები. სამხედრო ძალების პრესსპიკერმა ჭაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ეწვეოდა, ჩინეთის ჯარი "უსაქმოდ არ დაჯდება“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს, სი ძინპინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ჩინეთის მმართველმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ისაა, რასაც მისგან 1.4 მილიარდი ჩინელი მოქალაქე ითხოვს. მოგვიანებით, საუბრის ტრანსკრიპტის ამოკითხვის დროს, პრესსპიკერმა ჭაომ განაცხადა, რომ „ცეცხლთან მოთამაშე - დაისჯებოდა“.
ნენსი პელოსის აზიური ტურნე ორშაბათს დაიწყო. თავდაპირველად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და დემოკრატიული პარტიის ოთხი წევრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლი სიენ-ლუნგს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ფონზე, კუნძულის სიახლოვეს ჩინეთმა სამხედრო წვრთნები გამართა, საკუთარი არმიის დაფუძნების დღის აღსანიშნავად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი