მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში

61cd755579911
BM.GE
30.12.21 12:59
460

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში",- ნათქვამია განცხადებაში.