მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$20 მლნ-ის FDI პირველ კვარტალში - ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პროექტები

5ee2367c0a68d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 21:15
2560
ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობამ 20 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ BM.GE-ს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანიაში განუცხადეს.

ტურიზმის განვითარების ფონდი, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში FDI-ით TOP-10 კომპანიაში მოხვდა.

ფონდის ინფორმაციით, 20 მლნ დოლარის ინვესტიცია წლის დასაწყისში 8 პროექტში ჩაიდო.

„პირველ კვარტალში განხორციელდა 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, შემდეგ პროექტებში:

1. სასტუმრო პარაგრაფი აბასთუმანში;
2. სასტუმრო სიღნაღში;
3. გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე;
4. სასტუმრო განმუხურში;
5. სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე;
6. სასტურო და გოლფ კლუბი თაბორზე;
7. სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში;
8. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე;“, - ამბობენ ტურიზმის განვითარების ფონდში.