მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალურების გადახდის რიცხვი შეიცვალა

61d702f3c987e
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 19:00
3035
დღეს, სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომუნალურების გადახდის ახალ პირობებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, პენსიონერებისთვის გადახდის ვადად 16, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 23 რიცხვი განისაზღვრა.

“მოგეხსენებათ აქამდე ყველას სხვადასხვა პერიოდში უწევდათ გადახდა 2-3-ში ან თვის ბოლოს, ძალიან ბევრი განცხადება შემოდიოდა რომ ვერ ახერხებდნენ გადახდას და სანამ პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ჩაერიცხებოდათ შესაბამისი დახმარება, მათ უკვე თიშავდნენ ქსელიდან. ახლა მიუხედავად იმისა ქვითარი როდის მისდით, ყველა პენსიონერს აქვს იმის საშუალება რომ 16 რიცხვამდე გადახადოს, სოციალურად დაუცველებს კი თარიღად 23 რიცხვი განესაზღვრათ იმიტომ რომ მაგ დროს ერიცხებათ დახმარება”, - განმარტა ფანგანმა.