მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიონერებისთვის საბანკო გადასახადებმა უნდა დაიკლოს - ღარიბაშვილი

6107a059e86cf
ინგა მურუსიძე
02.08.21 11:50
976
პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურეობამ და გადასახადებმა უნდა დაიწიოს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე მას პირადად ჰქონდა საუბარი ბანკის ხელმძღვანელობასთან და საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„საკითხი, რომელიც ჩვენს პენსიონერებს აწუხებს, არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი კომისია და ის უკვე შეიქმნა. კომისიას ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე დეპუტატები. ჩვენ უმოკლეს ვადაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. 2012 წელს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 120% იყო, ახლა არის 35%, მაგრამ კიდევ უნდა დაიწიოს. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.