მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers: საოფისე ფართები თბილისში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში

5f7ef7ce69b7e
BM.GE
08.10.20 15:23
1547
Colliers International Georgia-ს პროგნოზით საოფისე ნაწილში ფასების კლება გაგრძელდება. მიზეზებზე საუბრისას საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კილაურიძე 2 საკითხს გამოყოფს: ბოლო პერიოდში გაზრდილი მიწოდება, ასევე, ეპიდვითარება, რომლის გამოც კომპანიებისა და დასაქმებულების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

„საოფისე ნაწილში ისედაც ვვარაუდობდით, რომ ფასების შემცირება იქნებოდა, იმიტომ, რომ დიდი მიწოდებაა, განსაკუთრებით A კლასის ბიზნეს ცენტრებში. პანდემიის გარეშეც ფასები მოდიოდა დაბლა. თბილისის ფასები აღმოსავლეთ ევროპის ფასებს რომ შეადაროთ, უფრო მაღალი იყო, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ბაზარი არ იყო განვითარებული. მეორეა პანდემია, კომპანიების ქცევა იცვლება, ეს ცხადია, დამატებით გავლენას მოახდენს ამ ბიზნესზე” - განაცხადა კილაურიძემ.