მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pepsico-მ რუსეთში Pepsi-ს სასმელების გაყიდვები შეაჩერა

622852e11760b
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.22 11:20
1568
ამერიკულმა Pepsico-მ რუსეთში Pepsi-ს სასმელების გაყიდვები შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ Coca-Cola-ს შემდეგ მიიღო, თუმცა როგორც კორპორაცია აღნიშნავს, ისინი არ შეაჩერებენ კომპანია “ვიმ ბილ დანის” საქმიანობას, რომელიც 2011 წელს $5 მილიარდად იყიდეს. “ვიმ ბილ დანი” რუსეთში რძის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ის ქართულ ბაზარზე “სოფლის ნობათის” სახელით ოპერირებს.

“პეპსი-კოლა შევიდა რუსულ ბაზარზე ცივი ომის დროს და დაეხმარა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობების დაახლოებაში, თუმცა უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ Pepsi-Cola-ს და ჩვენი სასმელების ბრენდების რუსეთში გაყიდვის შეჩერების შესახებ, მათ შორის 7Up და Mirinda; ასევე შევაჩერებთ კაპიტალურ ინვესტიციებს და ყველა სარეკლამო აქტივობას რუსეთში.

როგორც სურსათისა და სასმელების კომპანია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენი ბიზნესის ჰუმანიტარული ასპექტის ერთგული. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ჩვენი სხვა პროდუქტების შეთავაზება რუსეთში, მათ შორის ყოველდღიური აუცილებელი სურსათი, როგორიცაა რძე და სხვა რძის პროდუქტები და ბავშვის საკვები. ფუნქციონირების ვაგრძელებით.

ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი 20,000 რუსული ფერმერული მეურნეობის და სამეურნეო სფეროში 40,000 დასაქმებულისთვის საარსებო წყაროს მხარდაჭერას", - წერს Pepsico.

Pepsico ასევე აღნიშნავს, რომ მათ უკრაინაში საქმიანობა შეაჩერეს. ასევე ორგანიზაციამ გადარიცხა 4 მილიონი დოლარი წითელი ჯვრის, World Vision-ის, World Food Program-ის სასარგებლოდ.