01.სექტემბერი .2019 00:30

Pernod Ricard -ი Castle Brands-ს $223 მილიონად ყიდულობს

views 230
უკან

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Pernod Ricard ამერიკულ Castle Brands-ს ყიდულობს. Reuters-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა და შეთანხმებაც ფაქტობრივად მიღწეულია, რომლის ჯამური ღირებულებაც 223 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

შეთანხმების მიხედვით, ფრანგული Pernod Ricard Jefferson’s-ის ბრენდის ბურბონის, Clontarf და Knappogue Castle -ის ვისკისა და Goslings-ის ბრენდის რომის მფლობელი გახდება.

"ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით, ეს დიდებული საბაზრო სვლაა. გარიგება შეესაბამება ჩვენს სტრატეგიასა და სპეფიციკას, გავაფართოვოთ ასორტიმენტი და მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს’’- განუცხადა მედიას Pernod Ricard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ,  Pernod Ricard-ის აქციები დაახლოებით 3%-ით გაძვირდა.