მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით“ - გახარია ივანიშვილის წერილზე

62e0fc925ebe1
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 12:55
997
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დღეს კი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სახელით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა პირადი ინტერესებით მომავლის ვაჭრობამდეც მივიდა.

„ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: იურიდიულმა კომპანია „ემ ქეი დიმ“ დღეს ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ საუბრობს. ამასთან ის „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ 21 მარტს შეხვდა.

ექს-პრემიერი იმასაც ამბობს, რომ თავისი განცხადებებით არ უნდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა და იქვე ამბობს, რომ ხელისუფლებამ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები არ უნდა დააზიანოს.