მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერტაია - ნებისმიერ კონფლიქტში, ბიზნესი არის ადამიანებს შორის კომუნიკაციის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება

5f1f05fa20c2b
BM.GE
27.07.20 22:40
1163
"ძალიან მნიშვნელოვანია „მშვიდობის ფონდი“-ის მიერ ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა გამყოფ ხაზებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც მისცემს შესაძლებლობას ამ ადამიანებს დაიწყონ ვაჭრობა ერთმანეთში და გაუჩნდეთ დამატებითი ფულადი შემოსავალი - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ დღეს, „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი პერტაიას განცხადებით, პროგრამას მოტივაციის ნაწილში არ ექნება პრობლემები და ეყოლება საკმაოდ ბევრი ბენეფიციარი, გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ბევრად მოტივირებულები არიან იცხოვრონ ეკონომიურად უკეთ, რადგან ისინი საკმაოდ იზოლირებულები არიან და ძალიან ბევრ სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თუნდაც ჯანდაცვის, განათლების კუთხით და ა.შ ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ ადგილზე და უწევთ გამყოფი ხაზის გადმოკვეთა.

"ისტორია აჩვენებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტში, ბიზნესი არის ადამიანებს შორის კომუნიკაციის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რადგან ვაჭრობა არ ჩერდება. არსებობს ძალიან ბევრი მაგალით მსოფლიოში, თუნდაც მოვიყვანოთ ერგნეთის მაგალითი ჩვენ შემთხვევაში. რეალუარად, ბიზნესის კეთება არის კომუნიკაცია იმისათვის, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოება ერთმანეთს დაუხლოვდეს, საერთო ინტერესები გაჩნდეს და ბიზნესი თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენონ. მათ აქვთ ინტერესი, რომ მოგება ნახონ და ეს არის საშუალება, სადაც ერთმანეთში თანხმდებიან. სწორედ ამიტომ, პალატა მხარს უჭერს ამ პროგრამის განხორციელებას და რეგიონული წარმომადგენლების, წევრების დახმარებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონტაქტს მაქსიმალურად პროგრამის ხელშეწყობისთვის’’- აცხადებს გიორგი პერტაია.

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის’’ გამყოფ ხაზებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიებითვის 5 000-დან 50 000 ლარამდე გრანტის გაცემის პროგრამას იწყებს.

ფონდის დამფუძნებლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საპარტნიორო ფონდი არიან. პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება.