მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესიმისტური სცენარითაც ვერ წარმომიდგენია, რომ 1 თებერვლიდან ვერაფერი შევამსუბუქოთ - გაბუნია

5ffd951d674b2
ინგა მურუსიძე
12.01.21 16:15
1091
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა შექმნის მოდელს, თუ როგორ უნდა მოიხსნას შეზღუდვები, მათ შორის, 1 თებერვლიდან. როგორც ცნობილია, მთავრობას დაანონსებული ჰქონდა, რომ 16 იანვრიდან ეკონომიკის ნაწილი უნდა გახსნილიყო, თუმცა გუშინ, უწყებათშორისმა საბჭომ ეკონომიკის გახსნის ვადა 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

გაბუნიას თქმით, ყველაზე პესიმისტური სცენარითაც კი არ წარმოუდგენია, 1 თებერვლიდან რაიმე მაინც არ გაიხსნას.

„მთავარი არის ის, რომ როცა მოხდება რეგულაციების მოხსნა, ეფექტი იყოს სტაბილური და ისევ არ მივიღოთ შედეგად შემთხვევების მატება. დღევანდელი მაჩვენებლით ინფიცირების მატება კვლავ საკმაოდ მაღალია, 1500-მდე მერყეობს, რაც არ არის ის მაჩვენებელი, როცა შეგვიძლია შეზღუდვები ხანგრძლივად მოვხსნათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის მოდელზე მუშაობისას, პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის, მოლების და სხვა ბიზნესების გახსნის საკითხი განიხილება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ყველაფერზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ იმსჯელებენ და 1 თებერვლიდან გახსნის მოდელი შემუშავდება. "ყველაზე პესიმისტურ სცენარშიც ვერ წარმომიდგენია, რომ 1 თებერვლიდან ვერაფრის შემსუბუქება ვერ მოვახდინოთ. რეალისტური იქნება, ვიფიქროთ სტაბილურ გახსნაზე 1 თებერვლიდან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.