მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესკოვი უარყოფს ომის დანაშაულებს, მაგრამ აღიარებს რუსეთის ჯარების "მნიშვნელოვან" დანაკარგს

624f27ba23336
ალა ისპირიანი
07.04.22 22:07
1195
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა რუსული ჯარების "მნიშვნელოვანი" დანაკარგი უკრაინაში შეჭრის შემდეგ და Sky News-ს განუცხადა, რომ მათი სიკვდილი "ტრაგედიაა".

თუმცა მან უარყო რუსული ჯარების დანაშაული იმაზე, რაც ბუჩაში მოხდა.

„ჩვენ უარვყოფთ, რომ რუს სამხედროებს რაიმე საერთო აქვთ ამ სისასტიკესთან და რომ გვამები ბუჩას ქუჩებში აჩვენეს“, - განუცხადა მან Sky News-ს.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს "ეს ოპერაცია" თავის მიზნებს "უახლოეს დღეებში" მიაღწევს.